ბოთლების შეფერილობა და ლუდი

როგორც წესი ლუდის ქილები სამი ფერისაა: ყავისფერი, მწვანე ან უფერული. დღეს უკვე ის თუ რა ფერის ბოთლში უნდა ესხას ლუდი მარკეტინგის განყოფილებების გადასაწყვეტია, რადგან ბოთლის ფერი ეტიკეტს და ლოგოტიპს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა ექსპერტების აზრით და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით, ლუდი გემოს მუქი ფერის, ანუ ყავისფრად შეფერილ ჭურჭელში ინარჩუნებს, სადაც მზის სხივები ნაკლებად აღწევს.

ყავისფერი იცავს ლუდს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან და ხელს უშლის გემოს ცვლილებებს, მაშინ როდესაც მწვანე და უფერული ბოთლები საერთოდ არ იცავენ ლუდს. თუმცა ყველაზე ეფექტური დაცვა სინათლისგან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ლუდის ქილებია, მაგალითად ალუმინის ქილები. რომლებიც საერთოდ არ ატარებენ სინათლეს.

ასე რომ როცა საქმე ლუდს ეხება სინათლე ძალიან დელიკატური საკითხია და მაშინაც კი თუ ლუდის მწვანე ან უფერული ბოთლი მაღაზიის მაცივარში დგას, მასზე სინათლის სხივები მაინც ზემოქმედებს და გემოს შენარჩუნებაშიც უშლის ხელს.

რატომ იცვლის გემოს სინათლეზე ლუდი? ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ მოლეკულები, რომელბსაც isohumulones -ს უწოდებენ (ისინი განაპირობებენ ლუდის სიმწარეს) უფრო სწრაფად იწყებენ მოძრაობას, ერთმანეთს ეჯახებიან, შლიან გოგირდის ატომებს და უკარგავენ ლუდს გემოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s