როგორ შევაფასოთ ლუდი

ლუდის ხარისხის შეფასება ძირითადად ხდება მისი ფერით და გემოთი. თუმცა ექსპერტები ლუდს თავდაპირველად ვიზუალურად, ფერითა და ქაფით აფასებენ.

ლუდის ქაფი

ქაფი ლუდის სავიზიტო ბარათია. ქაფის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად ხარისხიანია ლუდი. თუ ქაფი თხევადია, ბუშტუკების დიდი რაოდენობით და ლუდის ფერი დაკრავს, მაშინ ლუდი არც ისე ხარისხიანია. კარგ ლუდს ქაფი თეთრი, ერთგვაროვანი და შეკრული აქვს ბუშტუკების გარეშე. როდესაც ლუდს კათხაში ჩაასხამთ ქაფი 4 სანტიმეტრს არ უნდა აჭარბებდეს და 4 წუთზე ადრე არ უნდა ქრებოდეს. თუ ქაფი 4 სანტიმეტრზე დაბალია ან 4 წუთზე ადრე უკვალოდ ქრება ე.ი. ლუდი არც ისე ხარისხიანია. ქაფის შემოწმება სხვაგვარადაც ხდება. თუ ქაფს სულს შეუბერავთ და ის გაქრობას დაიწყებს ლუდი უხარისხოა, თუ ის ჩაიზნიქება მაშინ ხარისხიანი. კარგი ლუდის ქაფი წებოვანია და ის კათხის კედლებზე უნდა დარჩეს. ამიტომ დააკვირდით თუ ცარიელ კათხას კედლებზე ქაფის ნაწილები შერჩენილი აქვს, კარგი ლუდი დაგილევიათ. არსებობს კიდევ უამრავი საშუალება თუ როგორ შეგიძლიათ ლუდის ხარისხის შემოწმება ქაფით, თუმცა ამის შემდეგ რამდენად გესიამოვნებათ მისი დალევა არავინ იცი. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ლუდის ქაფზე ბრტყელი ზედაპირით ხურდა ფულის დადება. როგორც წესი ხარისხიანი ლუდის ქაფი მას უძლებს და ხურდა არ იძირება.

ლუდის ფერი

ლუდი იყოფა მუქი და ღია ფერის ლუდებად, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა სახეობის ლუდს ინდივიდუალური შეფერილობა აქვს. ევროპის ლუდსახარშების კონვენციის მიხედვით, ლუდის ფერებით შეფასებას კონკრეტული სტანდარტები აქვს. ღია ფერის ლუდი უფრო მკაცრად ფასდება ვიდრე მუქი. ღია ფერის უნდა იყოს გამჭვირვალე, მოოქროსფრო შეფერილობით, მას არ უნდა დაკრავდეს მოწითალო, მოყავისფრო ან მომწვანო ფერი და რაც მთავარია ის უნდა ბრწყინავდეს. რაც შეეხება მუქი ფერის ლუდს, არაა აუცილებელი რომ ის ბრწყინავდეს, შეიძლება იყოს მოყავისფრო და გაუმჭვირვალე. ასე რომ მუქი ფერის ლუდის ხარისხს ვერცერთი პროფესიონალი ვერ შეაფასებს მხოლოდ ფერით.

ლუდის სურნელი

ფერზე მეტი მნიშნელობა ლუდის სურნელს ექცევა. როდესაც ჩვენ ვაგემოვნებთ ლუდს, ძირითადად მის გემოს ცხვირით აღვიქვამთ და არა ენით. იმიტომ რომ დალევამდე მის სურნელს ვიყნოსავთ. გარდა ამისა ადამიანის ყნოსვა უფრო მგრძნობიარეა ვიდრე გემოს შეგრძნება. სურნელის შეფასებისას რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ: სვიის, ახალი, სუსტად გამოხატული სვიის, საფუარის, მცენარეული და მომჟაო.

ლუდის გემო

არსებობს გემოს ოთხი მარტივი განსაზღვრება: ტკბილი, მწარე, მჟავე და მლაშე. ლუდის უმეტესი სახეობები ამ ოთხივეს შეიცავს სხვადასხვა დოზებით, რაც მათ უნიკალურს ხდის. გაგება „გემრიელი ლუდი“ კომპლექსურად ოთხივე გემოს მოიცავს განსაზღვრული რაოდენობით, თანაც ლუდის გემოს შეგრძნება არ არის მომენატალური, ის დროში გაწელილია და გადადის ტკბილიდან მჟავეში, მლაშედან მწარეში და საბოლოოდ სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს, როგორც დატოვებული გემო რომელიც ოთხივე გემოს რეცეპტორებს ერთდროულად ამუშავებს. ოდნავი დისონანსი და ლუდის გემო იკარგება. თუმცა ამ ძირითადი მახასიათებლების გარდა მნიშვნელობა აქვს ტემპერატურას, კონსისტენციას და სიმკვრივეს. ამიტომაა რომ ლუდის გემოს დეგუსტაციისას ჩართულია ენა, ლოყა და ტუჩები.

მუქი და ღია ფერის ლუდი სხვადასხვა გემოს უნდა ატარებდეს. მაგალითად ღია ფერის ლუდს სვიის მსუბუქი სიმწარე უნდა დაყვებოდეს, დანარჩენი გემოები თითქმის არ უნდა იგრძნობოდეს ან მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძებელი უნდა იყოს. ხოლო სვიის სიმწარე კი დალევის შემდეგ დიდხანს არ უნდა რჩებოდეს. როგორც წესი კარგი ხარისხის ღია ფერის ლუდი გემოს საერთოდ არ ტოვებს. ღია ფერის ლუდს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით: გამოხატული, ჰარმონიული, სუფთა და სავსე.

რაც შეეხება მუქი ფერის ლუდს. აქ ყველაფერი პირიქითაა. ის უნდა იყოს უფრო მეტად მოტკბო და არ უნდა ტოვებდეს სვიის სიმწარეს, მისი გემო უფრო მეტად სრულყოფილია. სწორედ ესაა მიზეზი რომ მუქი ლუდი უფრო მკვრივი გვეჩვენება. დალევის შემდეგ კი მხოლოდ ალაოს გემოს უნდა ტოვებდეს პირში, ყოველგვარი სიმწარის გარეშე. კარგი მუქი ლუდის გემოს ახასიათებენ შემდეგი კრიტერიუმებით: როგორც ნაკლებად გამოხატული, ცარიელი, ალაოს გემოიანი და მოტკბო.

ამ ყველაფრის გარდა ლუდის განსაკუთრებულ მახასიათებლად ითვლება ის გემო რომელსაც დალევის შემდეგ გვიტოვებს. სხვათაშორის ლუდის სიმწარე თუ დიდხანს გაგყვათ ეს ნიშნავს რომ ის არც ისე ხარისხიანი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s