როგორ დავაგემოვნოთ ლუდი

ადამიანის ენა გემოს რეცეპტორებითაა დაფარული, ამიტომ გემოს შეგრძნება მთელი ზედაპირით უნდა მოხდეს.

მაგალითად სიტკბოს ვიგებთ ენის წვერზე განლაგებული რეცეპტორებით, სიმლაშეს ენის გვერდებზე არსებული რეცეპტორებით, სიმჟავეს ენის ქვედა გვერდითა რეცეპტორებით, სიცხარეს კი უფრო ღრმად, ყელისკენ, ენის ზედაპირზე განლაგებული რეცეპტორებით. სწორედ ამიტომ სიცხარეს ყლაპვისას უფრო მძაფრად ვგრძნობთ.

სხვა უამრავი, მაგრამ განსაკუთრებით ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, პროფესიონალების აზრით შეუძლებელია დააგემოვნო ლუდი ბოთლიდან დალევისას. ამიტომაა, რომ ლუდის გემოს სრულყოფილად აღქმნისთვის ის კათხიდან უნდა დალიო. იმ ქვეყნებში სადაც ლუდის სმის კულტურა უფრო მაღალია მეტი პოპულარობით ჩამოსასხმელი ლუდი ამიტომაც სარგებლობს.

მნიშნელობა აქვს ჭურჭელსაც. საუკუნეების განმავლობაში ევროპის ტერიტორიაზე ლუდს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სახის და მასალისგან დამზადებული ჭურჭლიდან სვამდნენ. მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში კათხები ძირითადად ხის იყო, საფრანგეთში – მინის, ჩეხეთში – კერამიკის. ხოლო XVIII საუკუნეში გაჩნდა ფაიფურის კათხები და კიდევ უფრო ეგზოტიკური – ქვისა და ტყავისგან დამზადებული სასმისები.

დღეს ქსპერტები გვირჩევენ რომ ლუდი ნატურალური მასალისგან დამზადებული კათხიდან მივირთვათ, მაგალითად როგორიცაა ხე, კერამიკა ან ფაიფური. არ არის რეკომედირებული ლუდის პლასტმასის ან მეტალის კათხიდან დალევა, რადგან მგემო იკარგება.

დიდი მნიშნელობა აქვს ფორმას. ლუდის იდეალური სასმისი თავისკენ ოდნავ უნდა ვიწროვდებოდეს და ნახევარლიტრზე მეტ ლუდს არ უნდა იტევდეს. ლუდი უნდა ჩამოისხას მინიმუმ 2.5 სანტიმეტრის სიმაღლიდან, ნაპირიდან ცენტრისკენ, ქაფის გამკვირვებას უნდა დაუცადოთ და შემდეგ განვაგრძოდ ჩამოსხმა, სანამ ის კათხის ¾ არ დაიჭერს.

მინის კათხებს განსხვავებული მოხმარების წესი აქვთ, რეკომენდირებულია გამოყენების წინ წყლის გამოვლება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამშრალოთ, უბრალოდ უნდა აცადოთ რომ წყალი თავისით დაიწრიტოს და უკეთეს შემთხვევაში ლუდის ჩასხმამდე კარგად ჩააციოთ ცარიელი მინის კათხები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s