georgia

როგორ შეიქმნა ლაგერი

XV საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ლუდსახარშებმა დაიწყეს ფიქრი ისეთი ლუდის შექმნაზე, რომელიც გაუძლებდა მშრალ და ცხელ ზაფხულს. გერმანიაში ლუდს მიწურებში ინახავდნენ და აღმოაჩნეს რომ საფუარი დაბალ ტემპერატურაზე დუღილისას განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ამ მეთოდს მოგვიანებით ქვედა დუღილის მეთოდიც ეწოდა მოგვიანებით, რომელიც ლაგერების ტიპის ლუდის საერთო მახასიათებლადაც მოიაზრება.

იმის ნაცვლად რომ თავზე საკმაოდ სქელი ქაფი გაეკეთებინა და რამდენიმე დღე დაჭირვებოდა შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნისთვის, როგორც ეს ზედა დუღილისას ხდება. ის საკმაოდ თხელ დანალექს იკეთებდა ფსკერზე და ალკოჰოლად გარდაქმნის პროცესიც, რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბავარიაში მიუნხენის მუნიციპალიტეტის საბჭოს 1420 წლის ჩანაწერში ამოვიკითხავთ ლუდის შესახებ რომელსაც ცივად ხარშავდნენ. ქალაქ ნაბბურგის მუნიციპალიტეტის ჩანაწერში კი, არა მხოლოდ ნახსენები, არამედ განმარტებულიცაა „ლუდი ძრითადად თბილი მოხარშვის მეთოდით მზადდება, თუმცა 1474 წელს პირველად ვცადეთ ლუდის ცივად მოხარშვა რომ მისი ნაწილი ზაფხულისთვისაც შემოგვენახა“.

XIX საუკუნემდე ვერაფრით შეძლეს ისეთი საფუარის კულტურის გაზრდა, რომელიც ლაგერისთვის იქნებოდა გამოსადეგი. მიუხედავად ამისა ცივი მოხარშვის მეთოდი კარგი გამოსავალი იყო ლუდსახარშებისთვის, რომლებიც ზაფხულში უსაქმურად და შემოსავლების გარეშე რჩებოდნენ. თუმცა შუა საუკუნეებს ზედმეტად დიდი მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. 1831 წელს პრუსიაში 16 000 ლუდსახარში იყო. სწორედ ამ დროიდან იწყება ცივად მოხარშვის მეთოდის დომინირება და ლაგერის ისტორია.

1839 წელს პრუსიაში ლუდსახარშების რიცხვი რომლებიც ძველ, ზედა დუღილის მეთოდს იყენებდნენ 12 000-მდე დავიდა, ხოლო 1865 წელს 7 400-მდე. ლაგერი სწრაფად გავრცელდა გერმანიაშია, მაგრამ ყველგან არა. 1603 წელს ქალაქ კოლნის მმართველებმა გამოსცეს განკარგულება, რომელიც ლუდის ცივად მოხარშვის მეთოდს კრძალავდა. ხალხს ძველი მეთოდით მოხარშული ლუდი ერჩიათ და ლაგერს ზედმეტად ალკოჰოლურად მიიჩნევდნენ. დღემდე კოლნში და მის მეზობელ დუსელდორფში აწარმოებენ ძველი მეთოდით მოხარშულ ლუდს.

ბავარიაში კი მთელი გერმანული ლუდის ბედი წყდებოდა. პირველად მასშტაბური აკრძალვა მოხდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ოჯახმა ქერით ვაჭრობის მონოპოლიზაცია მოახდინა და აკრძალა სხვა მწარმოებლებისგან მისი შესყიდვა. მეორედ კი 1516 წელს ჰერცოგებმა ვილჰელმ IV-მ და ლიუდვიგ X-მ გამოსცეს ე.წ. „სისუფთავის ცნება“ – Reinheitsgebot. ეს კანონი კრძალავდა ლუდსახარშების მიერ ალაოს, სვიის, საფუარისა და წყლის გარდა რაიმე დანამატის გამოყენებას. ამ კანონში ეწერა, რომ ხალხმა მხოლოდ სუფთა ლუდი უნდა სვას. თუმცა არაფერი იყო ნათქვამი ხორბლის ლუდზე. მას შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც ამზადებდნენ, მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის.

მოგვიანებით ევროპის პარლამენტმა, ფრანგი ლუდსახარშების ზეწოლის შედეგად, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ საკუთარი ლუდის გაყიდვებით, განაცხადა, რომ Reinheitsgebot ვაჭრობის თავისუფლებას ზღუდავს. თუმცა გერმანელებმა ე.წ. „ქიმიური ლუდი“ არ მიღეს და განაგრძეს იმ ლუდის შესყიდვა რომელიც „სისუფთავის ცნებას“ აკმაყოფილებდა. სუფთა ლუდი და ლაგერი მეცხრამეტე საუკუნემდე გერმანიის საზღვრებს არ ცდებოდა. ევროპის მასშტაბით მეტად პოპულარული ინგლისური ლუდი იყო, თავისი ახალი აღმოჩენით, რომელსაც პორტერს უწოდებდნენ.

დღეს ლაგერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდია მსოფლიოში, ის უფრო ღია ფერისაა, მსუბუქი გემოთ და ნაკლებად ალკოჰოლური. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაგერის წარმომადგენელი ეფეს პილზნერია.

ევროპის ლუდის ფესტივალები 2012

ამ პოსტში საუბარი გვექნება იმ ფესტივალების შესახებ რომელიც ჩატარდა ან რომლის ჩატარებაც იგეგმება 2012 წლის განმავლობაში.

National Winter Ales Festival 2012

გაიმართა 18-21 იანვარს, მანჩესტერში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ბრიტანული და საერთაშორისო ლუდების 300 მეტი სახეობა.

Brugge Beer Festival

ფესტივალი ბელგიაში 4-5 თებერვალს გაიმართა, ქალაქ ბრიუგში ბელგიის 75-ზე მეტმა ლუდსახარშმა და ლუდის 300-ზე მეტმა ბრენდმა შესთავაზა დეგუსტაცია ფესტივალის სტუმრებს.

Tabor Beer Fest

7-11 თებერვალს ჩეხეთის ყველაზე ძველ ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო არა მარტო ჩეხური, ევროპული და აზიური ლუდები დელიკატესებით, გარდა ამის სახალისო შეჯიბრებები ჩეხური ლუდის ყველა კატეგორიაში გაიმართა.

Stron Beer Festival – Starkbierzeit

ფესტივალი მიუნხენში მთელი თვე გრძელდება და წლის დასაწყისში ტარდება. ის ფაქტობრივად ხსნის ფესტივალების სეზონს.

Zythos Beer Festival

ბელგიაში 28-29 აპრილს გაიმართა. ბელგიის პატარა ქალაქი Brabanthal მასპინძლობდა ფესტივალს. ორგანიზატორები ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებდნენ, რომ ის ბელგიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი იყო.

ჩეხური ლუდის ფესტივალი

პრაღაში 17 მაისიდან 2 ივნისამდე გრძელდებოდა. წელს ის პრაღის პარკ სტრომოვკაზე გაიმართა. სულ რამდენიმე ათეულმა ლუდსახარშმა წარადგინა საკუთარი ლუდი.

Beer Festival and Knuckle Parade

უნგრეთში 9-13 ივნისს გაიმართა.

Festival Birofilia

პოლონეთის ქალაქ ჟივეცში 15-16 ივნისს გაიმართა. ქალაქი კრაკოვთან ახლოს მდებარეობს და მსოფლიოს ბიროფილებს სახლის ლუდის დაგემოვნებას სთავაზობდა. ფესტივალის ფარგლებში სახლში დამზადებული ლუდების კონკურსიც გაიმართა. საინტერესო სიახლის სახით მოეწყო ლუდის მოხარშვის სასწავლო სანახაობა.

Great Middle Europe Beer Festival

სლოვენიაში, კერძოდ კი ლუბლიანაში 15-19 ივნისს მოეწყო. ორგანიზატორების თქმით ბევრი ლუდი, მუსიკა, ზღვა და მზე იყო.

Derby Beer Festival

ფესტივალი დიდ ბრიტანეთში დღეს გაიხსნა, 6 ივლისს და 10 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ფესტივალს უფრო ტრადიციული სახე აქვს, მასზე ელია წარმოდგენილი და ტრადიციული ბრიტანული შეჯიბრებები.

Farsons Great Beer Festival

მალტაზე 22-31 ივლისს გაიმართება.

მალტის ფესტივალი განსაკუთრებული ტრადიციებით არ გამოირჩევა, მაგრამ კუნძულზე ჩასული ტურისტები, როგორც წესი კარგად ერთობიან.

Pichelsteinerfest

გერმანიაში 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალი ქალაქ რეგენში იმართება. ორგანიზატორები გვპირდებიან მდინარე რეგენზე ნავებით სეირნობას, ფეიერვერკებს, შადრევნებს და რაღა თქმა უნდა ლუდს.

International Berlin Beer Festival

ბერლინში 3-5 აგვისტოს გაიმართება. რა შეიძლება ითქვას ამ ფესტივალზე? მგონი ისიც საკმარისია რომ მასზე 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 300 მეტი ლუდსახარში წარადგენს საკუთარ პროდუქტს.

Great British Beer Festival

ლონდონში 2-6 აგვისტოს იმართება. ის ბრიტანული ელის წარმმოებლებისთვის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

Gäubodenvolksfest

ბავარიაში 13-21 აგვისტოს ქალაქ სტრაუბინგში ჩატარდება. ის ბავარიაში რიგით მეორე ფესტივალია ოქტობერფესტის შემდეგ პოპულარობით. სცენარიც იგივე აქვს.  

Pilsner Fest

ჩეხეთში პლზენში 26-27 აგვისტოს ტარდება. ის ლეგენდარული ჩეხური ლუდის სამშობლოა და მთელი ორი დღის განმავლობაში მძიმე მუსიკისგან იზანზარებს და მასზე ლეგენდარული პილზნერი იქნება წარმოდგენილი.

Žatecká Dočesná ( Žatec Hops Festival)

ჩეხეთში, ქალაქ ჟატეცში 2-3 სექტემბერს გაიმართება. ჟატეცი სახელგანთქმული ჟატეცური სვიის სამშობლოა და ამიტომაც ლუდომანები განსაკუთრებით ელოდებიან ამ დღეს გემრიელი ლუდის დასაგემოვნებლად.

International Hop and Beer Festival

ბელგიაში ქალაქ პოპერინგეში 15-16 სექტემბერს გაიმართება. ბელგიის რეგიონი ზოგადად სვიითაა სახელგანთქმული. სწორედ ამიტომ ყველა გასართობი თუ სხვა აქტივობა ძირითადად სვიის თემატიკაზეა აგებული.

Cannstatt Volksfest

გერმანიაში, შტუტგარდში 23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გასტანს. ეს არის ოქტობერფესტი შტუტგარდის სტილში. მართალია რაოდენობრივად ის მიუნხენის ფესტივალს არ შეედრება, მაგრამ დრაივით და მხიარულებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

Great American Beer Festival

ა.შ.შ. დენვერი 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სტუმრობს ამერიკულ ლუდის ფესტივალს. ფესტივალზე 2000 სხვადასხვა ბრენდის ლუდია წარმოდგენილი ყოველწლიურად, დაწყებული ოჯახური ლუდსახარშებით, დამთავრებული უმსხვილესი ბრენდებით.

Slunce ve skle

ჩეხეთი პლზნერში 17 სექტემბერს გაიმართება. ამ ფესტივალს ერთ-ერთი ჩეხური ლუდსახარში მასპინძლობს და მისი თემატიკა კარგად განსაზღვრულია. ამ ფესტივალზე ყველაზე პროგრესული და ორიგინალური ჩეხური ლუდებია წარმოდგენილი.

Oktoberfest

და ბოლოს ოქტობერფესტი, რომელიც მიუნხენში გაიმართება 17 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით. ბავარიის მეფის ქორწილს წელსაც აღნიშნავენ. თუ ჯერ შვებულება არ დაგიგეგმავთ და ლუდი ძალიან გიყვართ ეს ის ადგილია სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდის ფესტივალი.

Oktoberfest Zurich

8 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება ციურიხის ოქტობერფესტი. ის მიუნხენის ოქტობერფესტის გაგრძელებაა ფაქტობრივად, რომელზეც ტრადიციული ბავარიული მუსიკა, საჭმელი და ლუდია წარმოდგენილი