როგორ შეიქმნა ლაგერი

XV საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ლუდსახარშებმა დაიწყეს ფიქრი ისეთი ლუდის შექმნაზე, რომელიც გაუძლებდა მშრალ და ცხელ ზაფხულს. გერმანიაში ლუდს მიწურებში ინახავდნენ და აღმოაჩნეს რომ საფუარი დაბალ ტემპერატურაზე დუღილისას განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ამ მეთოდს მოგვიანებით ქვედა დუღილის მეთოდიც ეწოდა მოგვიანებით, რომელიც ლაგერების ტიპის ლუდის საერთო მახასიათებლადაც მოიაზრება.

იმის ნაცვლად რომ თავზე საკმაოდ სქელი ქაფი გაეკეთებინა და რამდენიმე დღე დაჭირვებოდა შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნისთვის, როგორც ეს ზედა დუღილისას ხდება. ის საკმაოდ თხელ დანალექს იკეთებდა ფსკერზე და ალკოჰოლად გარდაქმნის პროცესიც, რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბავარიაში მიუნხენის მუნიციპალიტეტის საბჭოს 1420 წლის ჩანაწერში ამოვიკითხავთ ლუდის შესახებ რომელსაც ცივად ხარშავდნენ. ქალაქ ნაბბურგის მუნიციპალიტეტის ჩანაწერში კი, არა მხოლოდ ნახსენები, არამედ განმარტებულიცაა „ლუდი ძრითადად თბილი მოხარშვის მეთოდით მზადდება, თუმცა 1474 წელს პირველად ვცადეთ ლუდის ცივად მოხარშვა რომ მისი ნაწილი ზაფხულისთვისაც შემოგვენახა“.

XIX საუკუნემდე ვერაფრით შეძლეს ისეთი საფუარის კულტურის გაზრდა, რომელიც ლაგერისთვის იქნებოდა გამოსადეგი. მიუხედავად ამისა ცივი მოხარშვის მეთოდი კარგი გამოსავალი იყო ლუდსახარშებისთვის, რომლებიც ზაფხულში უსაქმურად და შემოსავლების გარეშე რჩებოდნენ. თუმცა შუა საუკუნეებს ზედმეტად დიდი მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. 1831 წელს პრუსიაში 16 000 ლუდსახარში იყო. სწორედ ამ დროიდან იწყება ცივად მოხარშვის მეთოდის დომინირება და ლაგერის ისტორია.

1839 წელს პრუსიაში ლუდსახარშების რიცხვი რომლებიც ძველ, ზედა დუღილის მეთოდს იყენებდნენ 12 000-მდე დავიდა, ხოლო 1865 წელს 7 400-მდე. ლაგერი სწრაფად გავრცელდა გერმანიაშია, მაგრამ ყველგან არა. 1603 წელს ქალაქ კოლნის მმართველებმა გამოსცეს განკარგულება, რომელიც ლუდის ცივად მოხარშვის მეთოდს კრძალავდა. ხალხს ძველი მეთოდით მოხარშული ლუდი ერჩიათ და ლაგერს ზედმეტად ალკოჰოლურად მიიჩნევდნენ. დღემდე კოლნში და მის მეზობელ დუსელდორფში აწარმოებენ ძველი მეთოდით მოხარშულ ლუდს.

ბავარიაში კი მთელი გერმანული ლუდის ბედი წყდებოდა. პირველად მასშტაბური აკრძალვა მოხდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ოჯახმა ქერით ვაჭრობის მონოპოლიზაცია მოახდინა და აკრძალა სხვა მწარმოებლებისგან მისი შესყიდვა. მეორედ კი 1516 წელს ჰერცოგებმა ვილჰელმ IV-მ და ლიუდვიგ X-მ გამოსცეს ე.წ. „სისუფთავის ცნება“ – Reinheitsgebot. ეს კანონი კრძალავდა ლუდსახარშების მიერ ალაოს, სვიის, საფუარისა და წყლის გარდა რაიმე დანამატის გამოყენებას. ამ კანონში ეწერა, რომ ხალხმა მხოლოდ სუფთა ლუდი უნდა სვას. თუმცა არაფერი იყო ნათქვამი ხორბლის ლუდზე. მას შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც ამზადებდნენ, მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის.

მოგვიანებით ევროპის პარლამენტმა, ფრანგი ლუდსახარშების ზეწოლის შედეგად, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ საკუთარი ლუდის გაყიდვებით, განაცხადა, რომ Reinheitsgebot ვაჭრობის თავისუფლებას ზღუდავს. თუმცა გერმანელებმა ე.წ. „ქიმიური ლუდი“ არ მიღეს და განაგრძეს იმ ლუდის შესყიდვა რომელიც „სისუფთავის ცნებას“ აკმაყოფილებდა. სუფთა ლუდი და ლაგერი მეცხრამეტე საუკუნემდე გერმანიის საზღვრებს არ ცდებოდა. ევროპის მასშტაბით მეტად პოპულარული ინგლისური ლუდი იყო, თავისი ახალი აღმოჩენით, რომელსაც პორტერს უწოდებდნენ.

დღეს ლაგერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდია მსოფლიოში, ის უფრო ღია ფერისაა, მსუბუქი გემოთ და ნაკლებად ალკოჰოლური. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაგერის წარმომადგენელი ეფეს პილზნერია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s