2013 წლის 10 საუკეთესო ლუდის ფესტივალი

დღევანდელი პოსტი ეხება მსოფლიოს საუკეთესო ლუდის ფესტივალებს. რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მხოლოდ ათზე საუბარი, თუმცა მაინც არსებობს ის 10 საუკეთესო ფესტივალი რომელზეც ლუდის ნებისმიერი მოყვარული უნდა მოხვდეს.

Women wearing  traditional Bavarian Dirndl pose with beer during 176th Oktoberfest in Munich

ოქტობერფესტი

#1 ოქტობერფესტი – მიუნხენი, გერმანია

მსოფლიოს ფავორიტი და ყველაზე პოპულარული ლუდის ფესტივალია. ოქტობერფესტი ყოველი წლის სექტემბერში ბავარიაში იმართება და მას 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება. 2010 წელს 7 მილიონი ლიტრი ლუდი დაილია, აქედან 150 000 ლიტრი უალკოჰოლო ლუდი იყო. ფესტივალზე დასწრება უფასოა, ხოლო ლუდის ფასი  €8  ფარგლებში მერყეობს 1 ლიტრიან კათხაზე. 2013 წელს ოქტობერფესტი 21 სექტემბერს იხსნება და 6 ოქტომბრამდე გასტანს.

# ეროვნული ზამთრის ელის ფესტივალი – მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო

ზამთრის ელის ფესტივალი ყოველწლიურად მანჩესტერში იმართება და ის ერთგვარი მოთელვაა დიდი ბრიტანული ლუდის ფესტივალის წინ, რომელიც ყოველ ზაფხულს ლონდონში იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ლუდის ჩემპიონატი და ლუდის ბრმა დეგუსტაცია. ზამთრის ელის ფესტივალი 2013 23-26 იანვარს გაიმართა.

qingdao-international-beer-festival-4

ქინგდაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი

#3 ქინგდაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი – ქინგდაო, ჩინეთი

ქინგდაო არა მხოლოდ ფესტივალის განმავლობაში ცოცხლდება, არამედ წლის ნებისმიერ დროსაა ღია ტურისტებისთვის როგორც ლუდის ქალაქი. ქინგდაოში ლუდის ფესტივალი ეროვნული და რეგიონული მთავრობების მიერ ფინანსდება და უკვე მეთექვსმეტე წელია რაც იმართება. ლუდის დაგემოვნება, შეჯიბრებები, კარნავალი და თამაშები რომელიც ფესტივალის განმავლობაში იმართება ერთი სლოგანის ქვეშაა გაერთიანებული.

#4 დიდი ბრინალური ლუდის ფესტივალი – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალია, რომელიც აგვისტოს თვეში იმართება და 5 დღეს გრძელდება. ფესტივალზე არა მხოლოდ სხვადასხვა დასახელების ლუდებია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც სამ საუკეთესოს ირჩევენ ხმათა უმრავლესობით, არამედ წარმოდგენილია ასევე სხვადასხვა დასახელების სიდრი. 2012 წელს ფესტივალი დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს ოლიმპიაში და წელსაც ამავე ადგილას იმართება. კათხის ფასი  £3 ფარგლებში იქნება. ხოლო ყველაზე დაბალი ფასი ლუდზე £2 .80 იქნება.

#5 კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი – კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა

კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე მასშტაბურ ლუდის ფესტივალია. ის ყოველი ნოემბრის თვეში ჰამილტონის რაგბის კლუბში იმართება. ფესტივალი 3 დღეს გრძელდება და 40-ზე მეტი ლუდსახარშის გარდა, 150 ადგილობრივ ლუდის მწარმოებელს და ლუდის საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი მასშტაბურობის მიუხედავად ოჯახური გარემოთია გამორჩეულია. აქ შესაძლებელია მოხვიდე ოჯახთან ერთად ლუდის დასალევად და კარგად გაერთო. ლუდის ფასები £1.10-£1.50 შორის მერყეობს ერთ კათხაზე.

#6 დიდი იაპონური ლუდის ფესტივალი – მთელს იაპონიაში

იაპონიაში ლუდის ფესტივალი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ოჯახში მოხარშული ლუდი, ასევე მცირე ლუდსახარშების და მსოფლიო მასშტაბით პოპულარული ბრენდები. დასწრება ფასიანია და ბილეთის საფასური £30-£38 ფარგლებში მერყეობს. კათხებს ფესტივალზე შესასვლელში არიგებენ. ერთ ადამიანზე, მხოლოდ ერთი კათხა გაიცემა, ასე უფრთხილდებიან იაპონელები გარემოს. 2013 წელს ფესტივალმა ტოკიოში აიღო სტარტი და 1-2 ივნისს გაიმართა, ოსაკაში 13-15 ივლისს, 3-4 აგვისტოს ნაგოიაში და 14-15 სექტემბერს იოკოჰამაში დასრულდება.

Thai-Beer-Festival-–-Bangkok-Thailand-590x392

ტაილანდის ლუდის ფესტივალი

#7 ტაილანდის ლუდის ფესტივალი – ბანკოკი, ტაილანდი

ბანკოკში ჩასვლა ყოველწლიურ ლუდის ფესტივალზე არა მხოლოდ ლუდის მოყვარულებს, გურმანებსაც გაუხარდებათ. ამ ლუდის ფესტივალზე შესაძლებელია ადგილობრივი ლუდის და მთლიანი შებოლილი ღორის გასინჯვა. ეს ფესტივალი სანახაობრივია. ნოემბერსა და იანვარში ცენტრალური სავაჭრო ცენტრის მოედანზე ხდება მოქმედება. თუ აპირებთ ტაილანდში წასვლას, აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ლუდი ჩანგი. ადგილობრივი ლუდსახარშები თავს იწონებენ თითქმის უალკოჰოლო ლუდით რომლის ალკოჰოლის შემცველობა 5% – 7% პროცენტებს შორის მერყეობს და ძალიან მსუბუქი დასალევია, თუმცა მეორე დღის “ჩანგ-ოვერის” გამოცდილებაც არა ნაკლებ პოპულარულია ტურისტებს შორის.

#8 ჩეხური ლუდის ფესტივალი – პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღის უდიდესი ლუდის ფესტივალი მაისის თვეში იმართება და 17 დღეს გრძელდება. ის ერთგვარი პასუხია ოქტობერფესტზე. 10, 00 ვიზიტორზე მეტი სტუმრობს ფესტივალს. ანგარიშსწორება სპეციალური მონეტებით ხდება, რომელიც მხოლოდ ფესტივალზე გამოიყენება. 70 ჩეხურ ლუდსახარშზე მეტია წარმოდგენილი ყოველწლიურად და 120 ლუდის სახეობა როგორც მინიმუმ. ამას ემატება მსოიფლიოში ცნობილი ლუდის ბრენდები. დასწრება ფასიანია და €2 ღირს. ლუდის ნაირსახეობის მიუხედავად ფასი ყველას ერთი აქვს და 1 კათხა £1.50 ღირს. 2013 წელს ფესტივალი 16 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდა.

#9 მონდიალ დე ლა ბირ – მონრეალი, კუებეკი, კანადა

მონრეალის ლუდის ფესტივალი მეტად ცნობილი თავისი ფრანგული სახელწოდებითაა და ყოველწლიურად ივნისის თვეში იმართება 1994 წლიდან მოყოლებული. ის საუკეთესო და ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ყოველწლიურად 80 000-ზე მეტ ვიზიტორს სტუმრობს. ფრანგულ პიკანტურობას არ არის მოკლებული მისაყოლებელი და სნექები, რომელიც იმდენი შეგიძლიათ გასინჯოთ რამდენსაც შეძლებთ და ამდენივე ლუდი დალიოთ. ფესტივალზე 1 დოლარი 1 კუპონს უტოლდება, რომლითაც ხდება კიდეც ანგარიშსწორება. ლუდის ფასი 2 კუპონიდან 6 კუპონამდე მერყეობს, თუმცა დასწრება უფასოა. 2013 წელს ფესტივალი 29 მაისიდან 2 ივნისამდე გრძელდებოდა.

belgian beer festival 1

ბელგიური ლუდის უქმეები

#10 ბელგიური ლუდის უქმეები – ბრიუსელი, ბელგია

ჩიფსებსა და ვაფლებთან ერთად ბრიუსელთან ლუდი ასოცირდება. ნებისმიერ ტურისტულ სლოგანში ბელგია ნახსენებია სასმელი ან საკვები პროდუქტების გვერდით, რადგან აქ ნამდვილად იციან როგორ უნდა დაამზადო მომაკვდინებლად გემრიელი დასალევი და საკვები. გურმანების სამოთხეა შეიძლება ითქვას. ფესტივალზე ყოველწლიურად 250 ლუდის სახეობაა წარმოდგენილი, თითოეული მათგანის მწარმოებელი, ლუდსახარშების ასოციაციის წევრია. განსაკუთრებული და ეგზოტიკური ფესტივალზე ბელგიური, ციტრუსის თეთრი ლუდია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. 2013 წელს ბელგიური არაფხიზელი უქმეები 31 აგვისტოდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s