სისუფთავის კანონი – Reinheitsgebot

reinheitsgebotშუასაუკუნეების ევროპაში, მაშინ როდესაც ლაგერი ჯერ არ არსებობდა, მწარმოებლებს ლუდი სწრაფად უფუჭდებოდათ. ამის გამო სასმელში სხვადასხვა დანამატებს ურევდნენ და ხშირად უშედეგოდ. დანამატებში შედიოდა ინგრედიენტები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ხშირად ვნებდა. სწორედ ამიტომ 1515 წლის 23 აპრილს ბავარიის ჰერცოგმა შემოიღო სისუფთავის კანონი – Reinheitsgebot.

სისუფთავის კანონი, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ზუსტად განსაზღვრავდა ლუდის შემცველობას და მისი მოხარშვის წესს. კანონში წერია რომ ლუდი უნდა მოიხარშოს მხოლოდ ქერის, სვიისა და წყლისგან. მასში საფუარის, როგორც ინგრედიენტის ჩამატებაც კი მოგვიანებით მოხდა, რადგან 1515 წელს ლუდს საფუარს არ უმატებდნენ, საერთოდ საფუარის შესახებ მაშინ არ იცოდნენ. წყლის, ქერისა და სვიის მასას მზეზე დგამდნენ. სპორები ბუნებრივი გზით ხვდებოდა და ღვივდებოდა, რაც იწვევდა დუღილს. თუმცა სისუფთავის კანონი მხოლოდ ლუდის მოხარშვისა და შემცველობის შეზღუდვებით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კანონის ამოქმედება გახდა საჭირო, ლუდის საბაზრო ფასი გახლდათ. სისუფთავის კანონი ადგენს ლუდის გაყიდვის ფასს, მის შემცველობას და დამზადების პერიოდს. სისუფთავის კანონის მიხედვით ლუდი სექტემბრიდან აპრილამდე უნდა დამზადებულიყო. სხვა დროს დამზადებული ლუდი მფლობელს ჩამოერთმეოდა მაგისტრის მიერ. სისუფთავის კანონი ასევე განსაზღვრავდა ლუდის შემადგენელ ინგრედიენტებსაც.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ოტო ბისმარკმა, სისუფთავის კანონი ბავარიიდან მთელს გერმანიაზე გაავრცელა. თუმცა კანონში ნახსენებ ნაწილს ფასის შესახებ არავინ იცავდა. უბრალოდ ლუდს მხოლოდ სვიის, წყლის, ქერისა და საფუარის გამოყენებით ხარშავდნენ. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გერმანული ლუდის ხარისხის გაუმჯობესებას, შენარჩუნებას და არა მარტო შიდა ბაზარზე გაზარდა მისი პოპულარობა, არამედ მთელს ევროპაში გაუთქვა სახელი. მოგვიანებით ევროკავშირის შექმნის შემდეგ, სისუფთავის კანონს იურიდიული ძალა დაეკარგ. არაოფიციალურად ზოგიერთი ლუდსახარში და ლუდის მწარმოებელი კომპანია საკუთარ ლუდს დღემდე აწერს “1515” ან “დამზადებულია 1515 წლის სისუფთავის კანონის დაცვით”. ეს უკვე ტრადიციაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s