საინტერესო ფაქტები ლუდზე

როგორ მზადდება ლუდი

პირველი ყველაზე მნიშნელოვანი ინგრედიენტი ალაოა, სწორედ მის მომზადებაზეა დამოკიდებული ლუდის საბოლოო ფერი და სიტკბო. შემდეგ ეტაპზე მას სხვადასხვა მარცვლეული ემატება, იფილტრება, დუღდება სვიასთან ერთად. არსებობს ლუდის სხვადასხვა სახეობები, რომელთაც სვიის ნაცვლად სხვადასხვა ხილს და სურნელოვან დანამატებსაც უმატებენ.  შემდეგი ეტაპი დადუღებაა. ლუდს სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ და საფუარს უმატებენ. ახლადმოხარშულ ლუდს მწვანესაც უწოდებენ.  ბოლო ეტაპი არის გაფილტვრა. იმისთვის რომ ქარვისფერი ლუდი მივიღოთ მისი გაფილტვრა აუცილებელია. გაუფილტრავი ლუდი უფრო მღვრიეა, მაგრამ ბევრად სასარგებლო.

ლუდი ციფრებში

1 ლიტრი კარგი ლუდი შეიცავს:

0.2 მგ. ვიტამინს B3

0.3 მგ. ვიტამინს B6

6.5 მგ. ვიტამინს PP

ლუდი ვიტამინების გარდა 21 სახის ამინომჟავას, ცილებს, ფოსფორს და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობასაც შეიცავს.

რას ნიშნავს ეტიკეტზე დაწერილი ციფრები?

როგორც წესი ეტიკეტზე ორი სახის მაჩენებელი იწერება, ერთი მათგანი აღნიშნავს ლუდის სიმკვრივეს, მეორე სიძლიერეს. სიმკვრივის ხარისხი აღნიშნავს იმას თუ რა რაოდენობითაა ლუდში სიტკბო, შაქარი. თუ სიმკვრივეა 12% ეს ნიშნავს, რომ ლუდი 120 გრამ შაქარს შეიცავს. რაც მეტია ლუდის სიმკვრივე, მით სავსეა მისი გემო. რაც შეეხება მეორე მაჩვენებელს, ლუდის სიძლიერე მგონი ყველამ ვიცით რომ ალკოჰოლის შემცველობაა.

რამდენიმე მითი ლუდზე

პირველი მითი – ლუდი მაღალკალორიულია

არასწორია, ლუდში მინერალურ წყალზე ოდნავ მეტი კალორიაა.

მეორე მითი – ჩამოსასხმელ ლუდს ხშირად აზავებენ.

არასწორია, შეუძლებელია ჩამოსასხმელი ლუდის გაზავება. რადგან ის სპეციალურ ჰერმეტულ კასრებში ინახება, საიდანაც ის ბარამდე ჩამოსხმისას წნევით მიეწოდება.

მესამე მითი – ჩამოსასხმელი ლუდი კარგია სიცხეში

არამარტო, სიცხეში უმჯობესია ღია ფერის, გაფილტრული ლუდის დალევა, რადგან სვიის მომწარო არომატი და ღია ლუდის მკვეთრი გამაგრილებელი გემო განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულშია, აი ზამთარში კი შეგიძლიათ მუქი გაუფილტრავი ლუდით დატკბეთ.

როგორ დავლიოთ ლუდი

როგორც უკვე ვთქვით ღია ფერის ლუდი ზაფხულში უკეთ ისმევა და მუქი ფერის ზამთარში, მაგრამ მნიშნელობა მის დალევასაც აქვს. არსებობს ასეთი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ლუდის ნამდვილ გემოს მაშინ იგებ თუ მას სამი მოყუდებით სვამ. პირველზე ნახევრამდე ცლი, მეორეზე თითქმის ბოლომდე და მესამეზე აცარიელებ. ლუდისთვის საუკეთესო ტემპერატურა +3-დან +15 გრადუსამდეა. თუ ლუდს ზედმეტად გააცივებთ მაგალითად ჩადებთ საყინულეში ის შეიძლება აიმღვრეს და ნამდვილად დაკარგავს გემოს გარკვეულ თვისებებს. მუქი ფერის ლუდი +15 გრადუსზე უნდა გააციოთ დაახლოებით, მისი +3 გრადუსამდე გაციება არ არის სასურველი, განსხვავებით ღია ფერის ლუდისგან.

როგორ მოქმედებს ლუდი განწყობაზე

ყველასთვის ცნობილია რომ ლუდი განწყობას აუმჯობესებს. სკანდინავიაში მას ანტიდეპრესანტადაც კი მიიჩნევენ. განსაკუთრებით კი ჩამოსასხმელი ლუდი მოქმედებს დადებითად.

როგორ შეცვალა მინის კათხამ ხის კათხა

არსებობს ორი სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა მინის კათხამ ხის.

ერთ-ერთი ვერსიით ძველ ინგლისში ჯარში მსახური ნებაყოფლობითი იყო და ამიტომ ცოტას ქონდა სურვილი ნებაყოფლობით ემსახურა დიდი ბრიტანეთის სამეფოსთვის. თუმცა მას შემდეგ რაც ჯარში მოხალისეობაზე 1 შილინგი და 1 კათხა ლუდი დააწესეს მოხალისეთა რიცხვი გაიზარდა და გაიზარდა ხარჯებიც. ამიტომ მეთაურები მოხალისეს 1 კათხა ლუდს სთავაზობდნენ, რომელშიც მათი მტკიცებით 1 შილინგი ეგდო, როგორც წესი ისინი იტყუებოდნენ. ამიტომ ხის კათხები მალე მინის გამჭვირვალე კათხებით შეიცვალა. ასე უკეთ შეიძლებოდა 1 შილინგის გარჩევა.

მეორე ისტორია უფრო რეალურად ჟღერს. საქმე იმაშია რომ ძველად ლუდი არ იფილტრებოდა, ის მღვრიე იყო. თუმცა 1516 წელს ბავარიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ლუდი იფილტრებოდა, რითაც ის გამჭვირვალე და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. ხის კათხები კი მინის გამჭვირვალე კათხებით შეიცვალა, რომელშიც ქარვისფერი ლუდი უკეთ გამოიყურებოდა, ეს შეიძლება მარკეტინგულ სვლადაც ჩავთვალოთ პაბების მხრიდან.

ლუდის მუსიკა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩაატარა ცდა, იმის შესახებ თუ როგორ მუსიკას უნდა ვუსმინოთ ლუდის სმისას. გაირკვა რომ მუქი და ძლიერი ლუდის მიღებისას მაღალ ტონალობაში აჟღერებულ მუსიკას უნდა ვუსმინოთ, ხოლო მსუბუქი და ღია ფერის ლუდის დალევისას დაბალი ტონალობის მუსიკას. ფილადელფიის სამუსიკო სკოლის მასწავლებელმა კი ე.წ. „ლუდის სიმფონია“ შექმნა, ამ მუსიკალურ ნაწარმოებში მელოდია სხვადასხვა სახის ლუდის, სხვადასხვა მასალის ჭურჭელში ჩასხმითაა აწყობილი. არსებობს კიდევ მეორე „ლუდის სიმფონია“ რომელიც ლოს-ანჯელესის კონსერვატორიის პროფესორმა შექმნა, მან მელოდია ლუდის კათხებით, ბოთლებით და თვითონ ლუდით ააწყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s