ლუდი ქალებისთვის

სიახლე აღარაა რომ ბევრ ქვეყანაში სპეციალურად ქალებისთვის განსხვავებული ლუდი მზადდება. მაგალითად გერმანიაში Karla პოლონეთში Karmi.

თუმცა ცნობილმა ჰოლანდიურმა კომპანიამ გლამურული ლუდი Charli გამოუშვა. ჩარლი არ არის კლასიკური ლუდი. ფაქტობრივად ეს სიდრია ხილის დანამატებით. ჩარლი ქალების იმ 63%-ზეა გათვლილი, რომლებსაც ლუდი არ უყვართ. კომპანიის აზრით ეს ლუდი თეთრ ღვინოსაც გაუწევს კონკურენციას. ჩარლი შეიცავს ალკოჰოლის 5%-ს, აქვს ხილის არომატი და იყიდება როგორც ბოთლებში ასევე ჩამოსასხმელი სახითაც ბარებში. გარდა ამისა კომპანიამ სპეციალური მაღალი, გამოყვანილი და „სექსუალური“ ჩამოსასხმელი შექმნა, ექსკლუზიურად ჩარლისთვის. მათი აზრით ჩამოსასხმელის უჩვეულო ფორმა ქალების ყურადღებას მიიქცევს. ჩარლი თავდაპირველად მხოლოდ ამსტერდამში იყიდებოდა,  თუმცა 2008 წლიდან ის მთელ ჰოლანდიაშია ხელმისაწვდომი.

ასეთი მნიშვნელოვანი სეგმენტის ათვისებაში კორეელებიც არ ჩამოუვარდებიან დანარჩენებს. მათ მიერ შექმნილი ლუდი სპეციალურად ქალებისთვის Exfeel-S გემოთი არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან, თუმცა განსხვავდება კალორიულობით. კორეელებმა სპეციალური მეთოდიც შექმნეს, რისი საშალებითაც არაჩვეულებრივ შედგეს მიაღწიეს და მგონი ძალიან ამაყობენ ამით.

რით განსხვავდება სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი ლუდი ჩვეულებრივისგან? როგორც წესი ქალებისთვის დამზადებული ლუდი ბევრად ნაკლებ კალორიულია, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ლუდის მოყვარულები ქაფისგან კი არა, მისაყოლებლებისგან სუქდებიან. გარდა ამისა ქალებისთვის დამზადებული ლუდი უფრო ტკბილია. ლუდის „ქალურობის“ უმნიშვნელოვანესი დეტალი რბილ გემოშია, ის არ უნდა იყოს მაგარი. აღმოჩნდა რომ ქალებისთვის ალკოჰოლის იდეალური შემცველობა 3-4 გრადუსია. ასეთ ლუდს აქვს ხილის არომატული დანამატები, როგორიცაა ვაშლის, ლიმონის, ვანილის და ა.შ. როგორც წესი ამ დანამატების ზუსტ დასახელებას კომპანიები არ ამხელენ.

ზოგი კომპანია ქალებისთვის დამზადებულ ლუდს შამპანურის მეთოდით აკეთებს, ასეთ შემთხვევაში ის უფრო შუშხუნაა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შეფუთვასაც. მაგალითად უჩვეულო ფორმის ბოთლებს, რომელიც შედარებით ღია ფერების ეტიკეთითაა გაფორმებული. ფორმის, გემოს და შეფუთვის გარდა ქალებისთვის დამზადებული ლუდი მოცულობითაც ჩამოუვარდება ჩვეულებრივს. ის როგორც წესი 300 გრამამდეა მოცულობაში. ასეთი სპეციალური ლური როგორც წესი კათხაში არ ისმხება, მას უფრო ვიწრო და მაღალ, რაც მთავარია ბევრად თხელი მინისგან დამზადებულ სპეციალურ ჭიქებში ასხამენ. სხვათაშორის რაც უფრო თხელი და მაღალია ჭიქა მით უკეთ შეიძლება ლუდის ხარისხის შეფასება.

ასეა თუ ისე ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა გამონახეს გზები და მიაწვდინეს ხმა იმ სეგმენტს რომელსაც ჩვეულებრივი, ტრადიციული ლუდი არ უყვარს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s