რატომ გვიყვარს ლუდი?

კონექტიკუტის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე რომ ალკოჰოლური სასმელების მოწონება არ მოწონება და გემოს აღქმა გენეტიკური ფაქტორზეა დამოკიდებული. მათი აზრით განმსაზღვრელი გემოს რეცეპტორია, რომელიც პასუხისმგებელია სიცხარის აღქმაზე.

თუ ადამიანი ვერ აღიქვამს ან სუსტად აღიქვამს ამ სიცხარეს მას ალკოჰოლური სასმელების გემო მოსწონს, ის თვლის მათ გემრიელად. ხოლო თუ ადამიანი მძაფრად აღიქვამს მას, არ მოსწონს ალკოჰოლური სასმელები, რადგან მათ უგემურად თვლის. შესაძლოა ამის გამოა, რომ ალკოჰოლური სასმელები ქალებს ნაკლებად მოსწონთ.

მეცნიერების თეორია დაამტკიცა 84 მოხალისის მონაწილეობამ ექსპერიმენტში. მათ ვისაც დაბალი მგრძნობელი ქონდა სიცხარის მიმართ მეტად მოსწონდათ ალკოჰოლური სასმელები, ვიდრე მათ ვისაც მაღალი მგრძნობელობა ქონდა. რაც ყველაზე საინტერესო მაღალი მგრძნობელობის გემოს რეცეპტორებით, უმეტესობა ქალი იყო.

მეცნიერების აზრით ამ გემოს რეცეპტორის მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურია და შეუძლებელია განისაზღვროს ზღვარი, ან დადგინდეს ნორმა. ეს ფაქტი მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ადამიანის გემოს რეცეპტორების მგრძნობელობა გენეტიკურია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s