პირველი პაბი

ჩვენს წელთაღიცხვამდე VIII საუკუნეში ეგვიპტეში და მის მეზობელ ქვეყნებში მოულოდნელად შეწყდა ლუდის დამზადება. ეს ფაქტი დაკავშირებული იყო ისლამის გავრცელებასთან, რადგან ყურანის მიხედვით მათ ალკოჰოლური სასმელის მიღება ეკრძალებოდათ. თუმცა ფინიკიელმა ვაჭრებმა სხვა ყველაფერთან ერთად ლუდი და მისი დამზადების ტექნოლოგიაც წარმატებით გაავრცელეს ჩრდილოეთით. გერმანიის გავლით კი ლუდმა ბალტიის ზღვას მიაღწია და იქიდან ჩრდილოეთის მიწებზე გავრცელდა.

ჰავის ცვლილებიდან გამომდინარე ძირითადად სითბო სამხრეთ ქვეყნებში უფრო დიდ ხანს იყო, შესაბამისად როგორც ადრე ჩრდილოეთის ქვეყნებში ღვინოს ვეღარ წურავდნენ რადგან ვაზი სულ უფრო იშვიათად ხარობდა. ვაზისგან განსხვავებით კი მარცვლეული კულტურები ცივ ამინდს უძლებდა. ამიტომ მოგვიანებით ლუდის დამზადების კულტურა უფრო მეტად ჩრდილოეთის ქვეყნებში გახდა პოპულარული და დაიხვეწა კიდეც. ეგვიპტელებისგან განსხვავებით ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხი ლუდს ხის კასრებში ინახავდა, მაშინ როდესაც სამხრეთით ღვინოსაც კი  ჯერ კიდევ თიხის ჭურჭელში ინახავდნენ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 21 წელს სტრაბონი წერდა ერთ ქალაქზე, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობდა, ქალაქს ერქვა pithoi, რაც კასრებს ნიშნავს, სტრაბონი წერდა: „ კელტები არაჩვეულებრივ ლუდს ამზადებენ, მათი ხის კასრები ხანდახან სახლებზე დიდია“.  რომაელებმა ევროპაში დამპყრობლური ომების დროს აღმოაჩინეს, რომ ესპანეთის ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხი ლუდს ამზადებდნენ, მათი რეცეპტები და სახელები განსხვევბული იყო, თუმცა დამზადების პრინციპი ერთი, რაც მთავარია ეს სასმელი დიდხანს და კარგად ინახებოდა.

კელტები ლუდს კურმის უწოდებდნენ, შოტლანდიაში კი თვლიდნენ რომ მეომრისთვის ლუდის სმა აუცილებელი იყო, რომ ბრძლაში მხიარული და ჯანმრთელი წასულიყო. როდესაც ევროპა დანიელებმა და საქსონებმა დაიპყრეს, მათთვის არ იყო უცხო ლუდის სმის კულტურა, რადგან მათაც დიდი ხნის გამოცდილება ქონდათ და მეტიც, ისინი ყოველდღე პოულობდნენ მიზეზს ლუდის სმისთვის. ძველი სკანდინავიური მითის თანახმად ვალგალა, ანუ მათი სამოთხე, ერთი დიდი დარბაზი იყო, გაშლილი სუფრით და ბევრი ლუდით. სკანდინავიაში ლუდს არა მარტო გასამრჯელოს სახით უხდიდნენ, არამედ ლუდით იხდიდნენ სხვადასხვა სახის გადასახადებსაც.

ჩრდილოეთში ლუდის სმის კულტურის განვითარებამ და ტექნოლოგიების მეტად დახვეწამ შეუწყო ხელი ფაქტს რომ ადამიანები შეკრებილიყვნენ და ერთად, მხიარულ გარემოში დაელიათ ლუდი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბები როგორც პაბი. ისინი იკრიბებოდნენ სახლებში, რადგან სახლებშივე იხარშებოდა ლუდი.

ძველად კარგ დიასახლისს სხვა ხელსაქმესთან ერთად კარგი ლუდის დამზადებაც უნდა ცოდნოდა, თავდაპირველად ეს ქალების საქმედ ითვლებოდა. ქალებს რომლებსაც გემრიელი ლუდის დამზადება შეეძლოთ ძალიან აფასებდნენ. ჩრდილოეთის მიწების ერთ-ერთმა მეფემ ალრეკმა გადმოცემების თანახმად მეუღლე არა სილამაზის, გვარიშვილობის ან სიმდიდრის გამო, არამედ იმის გამო მოიყვანა ცოლად, რომ ის იმ მხარეში საუკეთესო ლუდს ამზადებდა.

დროთა განმავლობაში ლუდის სმა და მისი დამზადება იმდენად პოპულარული გახდა რომ ვინც კარგ ლუდს ამზადებდა მასთან სახლში ყოველღამე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, ისინი სვამდნენ ლუდს და ყიდულობდნენ კიდეც წასვლისას.

როდესაც დიასახლისი ლუდს დაამზადებდა ის ფანჯარაში მწვანე სუროთი ან სხვა მცენარით მორთულ ჭოკს აყუდებდა. ასე იგებდნენ ლუდის მოყვარულები რომ ამ სახლში ახალი ლუდია.

ფაქტობრივად ეს სუროთი მორთული ჭოკი გახდა პირველი აბრა პაბისთვის. მოგვიანებით ინგლისში პაბებს ეძახდნენ Bush რაც ნიშნავს ბუჩქს ან სუროს. ხოლო როდესაც ახალი პაბი იხსნებოდა კარზე აუცილებლად კიდებდნენ მცენარეებისგან დამზადებულ გვირგვინს.

თუმცა მეორე ვერსიაც არის  თუ საიდან წამოვიდა პაბების შესასვლელის აბრები. რომაელები ძველად იქ სადაც ღვინის დალევა ან ფულის გადაცვლა იყო შესაძლებელი შავ-თეთრ კუბოკრულ დაფას კიდებდნენ, რომელიც ჭადრაკის დაფას უფრო წააგავდა. დღემდე ინგლისში უამრავი პაბია რომლებსაც Chequer ანუ ჭადრაკის დაფას უწოდებენ.

სკანდინავიაში ლუდს ეძახდნენ öl საიდანაც წამოვიდა მისი დასახელება ელ, ინგლისში საუკუნეების განმავლობაში მას სწორედ ასე უწოდებდნენ, ტრადიციული სახელი Bеег გერმანული Bier -გან არის ნაწარმოები. თუმცა დღემდე ინგლისში არსებობს პაბები სადაც მას ძველს ელ უწოდებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s