ლუდის ისტორია

„არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ვწრუპავ ლუდს და მშვენიერ ხასიათზე ვარ, მეამება გულსა და ღვიძლზე“ ეს სიტყვები ლუდის უბრალოდ მოყვარულის კი არა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრები შუმერი პოეტის სიტყვებია. ლუდის გენეოლოგიურ ხეს რომ მივყვეთ ის ძველ ცივილიზაციებამდე მიგვიყვანს, რადგან ლუდი ისეთივე ძველია როგორც ისტორია.

შუმერი პოეტის სიტყვები მარტო იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ მას ლუდი მოწონდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მან იცოდა ლუდის დადებითი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე. როგორც წესი ძველად და დიდი ხნის განმავლობაში სასმელი წყალი სანიტარულ შემოწმებას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად მისი დალევა უსაფრთხო ნამდვილად არ იყო. ამიტომ ადამიანებმა მალევე ისწავლეს ალკოჰოლური სასმელების დამზადება, რომლებიც სპირტის შემცველობის გამო ანტისეპტიკური თვისებების მატარებლებიც იყო. თუმცა იმის გამო რომ ხილი სწრაფად ფუჭდებოდა მარცვლეულისგან განსხვავებით, ლუდი მეტი პოპულარობით სარგებლობდა ძველ დროში ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელები, თუნდაც ღვინო.

გარდა ამისა ლუდი მდიდარი იყო ვიტამინებით და მისი ყოველდღიური მიღებით ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ, ის აუმჯობესებდა ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას. ასევე გულისა და კანის დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც იყენებდნენ. პურთან ერთად კი ლუდი ძველ დროში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური რაციონის დიდ ნაწილს შეადგენდა.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ანთროპოლოგების ნაწილი თვლის, რომ ცივილიზაციის არსებობა გარკვეულწილად ლუდსაც უკავშირდება. მათი აზრით, როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ მარცვლეულისგან ლუდის დამზადება და პურის გამოცხობაა შესაძლებელი, მომთაბარე ცხოვრების წესი შეცვალეს. დაიწყეს მარცვლეული კულტურების მოყვანა და გაერთიანება. ლუდი და პური თვისებებით, გემოთი და ყველა სხვა მახასიათებლით მანამდე არსებულ საკვებს სჯობდა, ამას ადამიანები მალევე მიხვდნენ და სწორედ ეს გახდა გარდამტეხი ფაქტორი. ასე შეცვალეს ადამიანებმა მომთაბარე ცხოვრების წესი.

ამერიკელი ანთროპოლოგის ალან იმსის აზრით, ათი ათასი წლის წინ ხმელთაშუაზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებმა ადამიანებმა ლუდი შემთხვევით, პურის ცხობისას გამოიგონეს. ლუდი სასიამოვნო და ბევრად უსაფრთხო სასმელი იყო ვიდრე მაშინდელი წყალი. ეგვიპტეში მას ფულად ერთეულადაც იყენებდნენ, როგორც ცნობილია ფარაონი რამზესი პირამიდების მშენებლობისთვის 10 000 ჰექტოლიტრ ლუდს უხდიდა ზედამხედველებს, რომლებიც შემდგომ მას ხელფასის სახით მუშებზე ანაწილებდნენ.

ძველად ლუდი მხოლოდ ორი სახის მარცვლეულისგან მზადდებოდა, მას გემოსთვის სხვადასხვა ბალახებს, სუნელებს უმატებდნენ და შემდეგ სასმელს საწრუპით სვამდნენ. გარდა ამისა მაშინდელი ლუდი ნაკლებად ალკოჰოლური იყო, რადგან მას მოუმწიფებელი მარცვლებისგან ამზადებდნენ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულში, მესოპოტამიაში შეძლეს ქერის გადაქცევა ალაოდ, მანამდე ეს პროცესი შემთხვევით ხდებოდა და მას ვერ აკონტროლებდნენ. თუმცა ქერის ალაოდ გადაქცევის ტექნიკა მალევე დაიხვეწა და  შავი ლუდის დამზადებაც შეძლეს. მესოპოტამიისგან განსხვავებით ეგვიპტეში ლუდი თავიდანვე მუქი ფერის იყო, მას ასევე მარილს უმატებდნენ, იმისთვის რომ სიტკბო დაებალანსებინათ და არომატი გაემძაფრებინათ.

მიუხედავად იმისა რომ ანთროპოლოგებს და ეგვიპტოლოგებს უამრავი ინფორმაცია აქვთ როგორ მზადდებოდა ძველად ლუდი, მათ არ იცოდნენ როგორი გემო ქონდა მას. და აი ერთხელაც ფრანგი მკვლევარი ფრიც მეიტაგი უკავშირდება მეცნიერებს მსოფლიოს მასშტაბით და ძველი ხელნაწერებისა და რეცეპტების მიხედვით ამზადებს ნამდვილ შუმერულ ლუდს. თანაც რეცეპტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით თარიღდება.

ფრიცმა რეცეპტის მიხედვით ლუდს დაუმატა თაფლი და ფინიკი. მან ლუდს დაარქვა სახელი ნინკაში – ასე ერქვა შუმერულ ლუდის ქალღმერთს. ლუდი ნინკაში გაყიდვაში არ ყოფილა, თუმცა მისი დეგუსტაცია ერთ-ერთ ბანკეტზე შედგა ა.შ.შ.-ში. სტუმრებს ლუდის დალევა საწრუპებით შესთავაზეს, ზუსტად ისე როგორც ამას ათასობით წლის წინ აკეთებდნენ. ლუდი გამოვიდა მოსტაფილოსფროდ წითელი, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა მხოლოდ 5,5% ქონდა. თაფლი და ფინიკი დუღილისას თითქმის მთლიანად სპირტად წავიდა და სასმელი გამოვიდა მშრალი და გამაგრილებელი.

 

ეს შუმერული ლუდი რომელიც ფრიც მეიტაგმა აღადგინა, იყო საოცრება, რადგან მისი რეცეფტი სასწაულებრივად გადაურჩა დაკარგვას და განადგურებას. მიუხედავად იმისა, რომ ის არომატით, ფერით და დალევის წესით განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ლუდისგან. სტუმრების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე უჩვეულო ლუდი, რომელიც ოდესმე დაელიათ, მაგრამ მაინც ლუდი იყო.

ნინკაში ლუდის ქალღმერთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s