ლუდის კათხები

კათხას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ლუდის დაგემოვნებისას ის უდიდეს როლს თამაშობს არომატისა და გემოს აღქმაში. ლუდი ფერსა და გემოს ადვილად იცვლის იმის მიხედვით თუ რა მასალის ჭურჭელშია ჩამოსხმული.  ხის, თიხისა და მინის ჭურჭელში ლუდის გემო განსხვავდება, მნიშვნელოვანია ჭურჭლის ფორმაც. იმისთვის რომ სწორად აღიქვათ ამა თუ იმ ლუდის გემო აუცილებელია ის სწორ ჭურჭელში ესხას, რომელსაც შესაფერისი სიმაღლე, ფორმა და პირი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გაშლილ, სწორ და დახურულ პირიან კათხებს შორის განსხვავების ცოდნა.

81kyJtdEMuL._SL1500_

ბელგიაში ყოველი ლუდსახარში, ახალი ლუდის მოხარშვამდე, სახელდახელოდ ამზადებს კათხას. ლუდის დაგემოვნებისას, დიდ როლს თამაშობს არომატი, ის სურნელი, რომელსაც ვიყნოსავთ პირველი ყლუპის გაკეთებამდე. სურნელი კი სრულად ქაფზეა დამოკიდებული. ლუდის სურნელის სიმძაფრეს, სიმსუბუქესა და სირბილეს განაპირობებს კათხას ღია აქვს პირი თუ დახურული. ეს კი დაგემოვნებაში გვეხმარება ლუდის მოყვარულებს.

ერთის თქმაც შეიძლება, კარგი ლუდი ნებისმიერი ჭურჭლიდან გემრიელად ისმება, თუმცა უნაკლო გემო, იდეალურად შერჩეულ კათხაში აქვს.

2013 წლის 10 საუკეთესო ლუდის ფესტივალი

დღევანდელი პოსტი ეხება მსოფლიოს საუკეთესო ლუდის ფესტივალებს. რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მხოლოდ ათზე საუბარი, თუმცა მაინც არსებობს ის 10 საუკეთესო ფესტივალი რომელზეც ლუდის ნებისმიერი მოყვარული უნდა მოხვდეს.

Women wearing  traditional Bavarian Dirndl pose with beer during 176th Oktoberfest in Munich

ოქტობერფესტი

#1 ოქტობერფესტი – მიუნხენი, გერმანია

მსოფლიოს ფავორიტი და ყველაზე პოპულარული ლუდის ფესტივალია. ოქტობერფესტი ყოველი წლის სექტემბერში ბავარიაში იმართება და მას 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება. 2010 წელს 7 მილიონი ლიტრი ლუდი დაილია, აქედან 150 000 ლიტრი უალკოჰოლო ლუდი იყო. ფესტივალზე დასწრება უფასოა, ხოლო ლუდის ფასი  €8  ფარგლებში მერყეობს 1 ლიტრიან კათხაზე. 2013 წელს ოქტობერფესტი 21 სექტემბერს იხსნება და 6 ოქტომბრამდე გასტანს.

# ეროვნული ზამთრის ელის ფესტივალი – მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო

ზამთრის ელის ფესტივალი ყოველწლიურად მანჩესტერში იმართება და ის ერთგვარი მოთელვაა დიდი ბრიტანული ლუდის ფესტივალის წინ, რომელიც ყოველ ზაფხულს ლონდონში იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ლუდის ჩემპიონატი და ლუდის ბრმა დეგუსტაცია. ზამთრის ელის ფესტივალი 2013 23-26 იანვარს გაიმართა.

qingdao-international-beer-festival-4

ქინგდაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი

#3 ქინგდაოს ლუდის საერთაშორისო ფესტივალი – ქინგდაო, ჩინეთი

ქინგდაო არა მხოლოდ ფესტივალის განმავლობაში ცოცხლდება, არამედ წლის ნებისმიერ დროსაა ღია ტურისტებისთვის როგორც ლუდის ქალაქი. ქინგდაოში ლუდის ფესტივალი ეროვნული და რეგიონული მთავრობების მიერ ფინანსდება და უკვე მეთექვსმეტე წელია რაც იმართება. ლუდის დაგემოვნება, შეჯიბრებები, კარნავალი და თამაშები რომელიც ფესტივალის განმავლობაში იმართება ერთი სლოგანის ქვეშაა გაერთიანებული.

#4 დიდი ბრინალური ლუდის ფესტივალი – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალია, რომელიც აგვისტოს თვეში იმართება და 5 დღეს გრძელდება. ფესტივალზე არა მხოლოდ სხვადასხვა დასახელების ლუდებია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც სამ საუკეთესოს ირჩევენ ხმათა უმრავლესობით, არამედ წარმოდგენილია ასევე სხვადასხვა დასახელების სიდრი. 2012 წელს ფესტივალი დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს ოლიმპიაში და წელსაც ამავე ადგილას იმართება. კათხის ფასი  £3 ფარგლებში იქნება. ხოლო ყველაზე დაბალი ფასი ლუდზე £2 .80 იქნება.

#5 კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი – კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა

კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე მასშტაბურ ლუდის ფესტივალია. ის ყოველი ნოემბრის თვეში ჰამილტონის რაგბის კლუბში იმართება. ფესტივალი 3 დღეს გრძელდება და 40-ზე მეტი ლუდსახარშის გარდა, 150 ადგილობრივ ლუდის მწარმოებელს და ლუდის საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კეიპ ტაუნის ლუდის ფესტივალი მასშტაბურობის მიუხედავად ოჯახური გარემოთია გამორჩეულია. აქ შესაძლებელია მოხვიდე ოჯახთან ერთად ლუდის დასალევად და კარგად გაერთო. ლუდის ფასები £1.10-£1.50 შორის მერყეობს ერთ კათხაზე.

#6 დიდი იაპონური ლუდის ფესტივალი – მთელს იაპონიაში

იაპონიაში ლუდის ფესტივალი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ოჯახში მოხარშული ლუდი, ასევე მცირე ლუდსახარშების და მსოფლიო მასშტაბით პოპულარული ბრენდები. დასწრება ფასიანია და ბილეთის საფასური £30-£38 ფარგლებში მერყეობს. კათხებს ფესტივალზე შესასვლელში არიგებენ. ერთ ადამიანზე, მხოლოდ ერთი კათხა გაიცემა, ასე უფრთხილდებიან იაპონელები გარემოს. 2013 წელს ფესტივალმა ტოკიოში აიღო სტარტი და 1-2 ივნისს გაიმართა, ოსაკაში 13-15 ივლისს, 3-4 აგვისტოს ნაგოიაში და 14-15 სექტემბერს იოკოჰამაში დასრულდება.

Thai-Beer-Festival-–-Bangkok-Thailand-590x392

ტაილანდის ლუდის ფესტივალი

#7 ტაილანდის ლუდის ფესტივალი – ბანკოკი, ტაილანდი

ბანკოკში ჩასვლა ყოველწლიურ ლუდის ფესტივალზე არა მხოლოდ ლუდის მოყვარულებს, გურმანებსაც გაუხარდებათ. ამ ლუდის ფესტივალზე შესაძლებელია ადგილობრივი ლუდის და მთლიანი შებოლილი ღორის გასინჯვა. ეს ფესტივალი სანახაობრივია. ნოემბერსა და იანვარში ცენტრალური სავაჭრო ცენტრის მოედანზე ხდება მოქმედება. თუ აპირებთ ტაილანდში წასვლას, აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ლუდი ჩანგი. ადგილობრივი ლუდსახარშები თავს იწონებენ თითქმის უალკოჰოლო ლუდით რომლის ალკოჰოლის შემცველობა 5% – 7% პროცენტებს შორის მერყეობს და ძალიან მსუბუქი დასალევია, თუმცა მეორე დღის “ჩანგ-ოვერის” გამოცდილებაც არა ნაკლებ პოპულარულია ტურისტებს შორის.

#8 ჩეხური ლუდის ფესტივალი – პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღის უდიდესი ლუდის ფესტივალი მაისის თვეში იმართება და 17 დღეს გრძელდება. ის ერთგვარი პასუხია ოქტობერფესტზე. 10, 00 ვიზიტორზე მეტი სტუმრობს ფესტივალს. ანგარიშსწორება სპეციალური მონეტებით ხდება, რომელიც მხოლოდ ფესტივალზე გამოიყენება. 70 ჩეხურ ლუდსახარშზე მეტია წარმოდგენილი ყოველწლიურად და 120 ლუდის სახეობა როგორც მინიმუმ. ამას ემატება მსოიფლიოში ცნობილი ლუდის ბრენდები. დასწრება ფასიანია და €2 ღირს. ლუდის ნაირსახეობის მიუხედავად ფასი ყველას ერთი აქვს და 1 კათხა £1.50 ღირს. 2013 წელს ფესტივალი 16 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდა.

#9 მონდიალ დე ლა ბირ – მონრეალი, კუებეკი, კანადა

მონრეალის ლუდის ფესტივალი მეტად ცნობილი თავისი ფრანგული სახელწოდებითაა და ყოველწლიურად ივნისის თვეში იმართება 1994 წლიდან მოყოლებული. ის საუკეთესო და ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ყოველწლიურად 80 000-ზე მეტ ვიზიტორს სტუმრობს. ფრანგულ პიკანტურობას არ არის მოკლებული მისაყოლებელი და სნექები, რომელიც იმდენი შეგიძლიათ გასინჯოთ რამდენსაც შეძლებთ და ამდენივე ლუდი დალიოთ. ფესტივალზე 1 დოლარი 1 კუპონს უტოლდება, რომლითაც ხდება კიდეც ანგარიშსწორება. ლუდის ფასი 2 კუპონიდან 6 კუპონამდე მერყეობს, თუმცა დასწრება უფასოა. 2013 წელს ფესტივალი 29 მაისიდან 2 ივნისამდე გრძელდებოდა.

belgian beer festival 1

ბელგიური ლუდის უქმეები

#10 ბელგიური ლუდის უქმეები – ბრიუსელი, ბელგია

ჩიფსებსა და ვაფლებთან ერთად ბრიუსელთან ლუდი ასოცირდება. ნებისმიერ ტურისტულ სლოგანში ბელგია ნახსენებია სასმელი ან საკვები პროდუქტების გვერდით, რადგან აქ ნამდვილად იციან როგორ უნდა დაამზადო მომაკვდინებლად გემრიელი დასალევი და საკვები. გურმანების სამოთხეა შეიძლება ითქვას. ფესტივალზე ყოველწლიურად 250 ლუდის სახეობაა წარმოდგენილი, თითოეული მათგანის მწარმოებელი, ლუდსახარშების ასოციაციის წევრია. განსაკუთრებული და ეგზოტიკური ფესტივალზე ბელგიური, ციტრუსის თეთრი ლუდია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. 2013 წელს ბელგიური არაფხიზელი უქმეები 31 აგვისტოდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.

“კაიზერი” – ცოცხალი ბავარიული ლეგენდა

კომპანია “ნატახტარმა” ახალი ლუდის – ხორბლის გაუფილტრავი კაიზერის წარმოება დაიწყო, რომელიც ლუდის სხვა სახეობებისგან  განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლისთვის ის  უკვე საქართველოში ექსკლუზიური ლიცენზიითა და გერმანული ტრაციების გათვალისიწნებით ჩამოისხმევა.

საქართველოში ლუდის გერმანული ცნობილი ბრენდის „კაიზერის“ ჩამოსხმის ოფიციალური უფლება, პირველად კომპანია „კაიზერ ბრაუსის” ისტორიაში, საქართველომ, უფრო კონკრეტულად კი კომპანია “ნატახტარმა” მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ “კაიზერის” ბოთლზე უკვე დატანილია  წარწერა – Made in Georgia. ლუდსახარშმა “ნატახტარმა” გერმანულ კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას და “ნატახტარმა” საქართველოში ლიცენზირებული “კაიზერის” ჩამოსხმა აქტიურად შარშან, აგვისტოდან დაიწყო.

kaizeri-foto

სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

სისუფთავის კანონი – Reinheitsgebot

reinheitsgebotშუასაუკუნეების ევროპაში, მაშინ როდესაც ლაგერი ჯერ არ არსებობდა, მწარმოებლებს ლუდი სწრაფად უფუჭდებოდათ. ამის გამო სასმელში სხვადასხვა დანამატებს ურევდნენ და ხშირად უშედეგოდ. დანამატებში შედიოდა ინგრედიენტები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ხშირად ვნებდა. სწორედ ამიტომ 1515 წლის 23 აპრილს ბავარიის ჰერცოგმა შემოიღო სისუფთავის კანონი – Reinheitsgebot.

სისუფთავის კანონი, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ზუსტად განსაზღვრავდა ლუდის შემცველობას და მისი მოხარშვის წესს. კანონში წერია რომ ლუდი უნდა მოიხარშოს მხოლოდ ქერის, სვიისა და წყლისგან. მასში საფუარის, როგორც ინგრედიენტის ჩამატებაც კი მოგვიანებით მოხდა, რადგან 1515 წელს ლუდს საფუარს არ უმატებდნენ, საერთოდ საფუარის შესახებ მაშინ არ იცოდნენ. წყლის, ქერისა და სვიის მასას მზეზე დგამდნენ. სპორები ბუნებრივი გზით ხვდებოდა და ღვივდებოდა, რაც იწვევდა დუღილს. თუმცა სისუფთავის კანონი მხოლოდ ლუდის მოხარშვისა და შემცველობის შეზღუდვებით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კანონის ამოქმედება გახდა საჭირო, ლუდის საბაზრო ფასი გახლდათ. სისუფთავის კანონი ადგენს ლუდის გაყიდვის ფასს, მის შემცველობას და დამზადების პერიოდს. სისუფთავის კანონის მიხედვით ლუდი სექტემბრიდან აპრილამდე უნდა დამზადებულიყო. სხვა დროს დამზადებული ლუდი მფლობელს ჩამოერთმეოდა მაგისტრის მიერ. სისუფთავის კანონი ასევე განსაზღვრავდა ლუდის შემადგენელ ინგრედიენტებსაც.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ოტო ბისმარკმა, სისუფთავის კანონი ბავარიიდან მთელს გერმანიაზე გაავრცელა. თუმცა კანონში ნახსენებ ნაწილს ფასის შესახებ არავინ იცავდა. უბრალოდ ლუდს მხოლოდ სვიის, წყლის, ქერისა და საფუარის გამოყენებით ხარშავდნენ. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გერმანული ლუდის ხარისხის გაუმჯობესებას, შენარჩუნებას და არა მარტო შიდა ბაზარზე გაზარდა მისი პოპულარობა, არამედ მთელს ევროპაში გაუთქვა სახელი. მოგვიანებით ევროკავშირის შექმნის შემდეგ, სისუფთავის კანონს იურიდიული ძალა დაეკარგ. არაოფიციალურად ზოგიერთი ლუდსახარში და ლუდის მწარმოებელი კომპანია საკუთარ ლუდს დღემდე აწერს “1515″ ან “დამზადებულია 1515 წლის სისუფთავის კანონის დაცვით”. ეს უკვე ტრადიციაა.

როგორ შეიქმნა ლაგერი

XV საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ლუდსახარშებმა დაიწყეს ფიქრი ისეთი ლუდის შექმნაზე, რომელიც გაუძლებდა მშრალ და ცხელ ზაფხულს. გერმანიაში ლუდს მიწურებში ინახავდნენ და აღმოაჩნეს რომ საფუარი დაბალ ტემპერატურაზე დუღილისას განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ამ მეთოდს მოგვიანებით ქვედა დუღილის მეთოდიც ეწოდა მოგვიანებით, რომელიც ლაგერების ტიპის ლუდის საერთო მახასიათებლადაც მოიაზრება.

იმის ნაცვლად რომ თავზე საკმაოდ სქელი ქაფი გაეკეთებინა და რამდენიმე დღე დაჭირვებოდა შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნისთვის, როგორც ეს ზედა დუღილისას ხდება. ის საკმაოდ თხელ დანალექს იკეთებდა ფსკერზე და ალკოჰოლად გარდაქმნის პროცესიც, რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბავარიაში მიუნხენის მუნიციპალიტეტის საბჭოს 1420 წლის ჩანაწერში ამოვიკითხავთ ლუდის შესახებ რომელსაც ცივად ხარშავდნენ. ქალაქ ნაბბურგის მუნიციპალიტეტის ჩანაწერში კი, არა მხოლოდ ნახსენები, არამედ განმარტებულიცაა „ლუდი ძრითადად თბილი მოხარშვის მეთოდით მზადდება, თუმცა 1474 წელს პირველად ვცადეთ ლუდის ცივად მოხარშვა რომ მისი ნაწილი ზაფხულისთვისაც შემოგვენახა“.

XIX საუკუნემდე ვერაფრით შეძლეს ისეთი საფუარის კულტურის გაზრდა, რომელიც ლაგერისთვის იქნებოდა გამოსადეგი. მიუხედავად ამისა ცივი მოხარშვის მეთოდი კარგი გამოსავალი იყო ლუდსახარშებისთვის, რომლებიც ზაფხულში უსაქმურად და შემოსავლების გარეშე რჩებოდნენ. თუმცა შუა საუკუნეებს ზედმეტად დიდი მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. 1831 წელს პრუსიაში 16 000 ლუდსახარში იყო. სწორედ ამ დროიდან იწყება ცივად მოხარშვის მეთოდის დომინირება და ლაგერის ისტორია.

1839 წელს პრუსიაში ლუდსახარშების რიცხვი რომლებიც ძველ, ზედა დუღილის მეთოდს იყენებდნენ 12 000-მდე დავიდა, ხოლო 1865 წელს 7 400-მდე. ლაგერი სწრაფად გავრცელდა გერმანიაშია, მაგრამ ყველგან არა. 1603 წელს ქალაქ კოლნის მმართველებმა გამოსცეს განკარგულება, რომელიც ლუდის ცივად მოხარშვის მეთოდს კრძალავდა. ხალხს ძველი მეთოდით მოხარშული ლუდი ერჩიათ და ლაგერს ზედმეტად ალკოჰოლურად მიიჩნევდნენ. დღემდე კოლნში და მის მეზობელ დუსელდორფში აწარმოებენ ძველი მეთოდით მოხარშულ ლუდს.

ბავარიაში კი მთელი გერმანული ლუდის ბედი წყდებოდა. პირველად მასშტაბური აკრძალვა მოხდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ოჯახმა ქერით ვაჭრობის მონოპოლიზაცია მოახდინა და აკრძალა სხვა მწარმოებლებისგან მისი შესყიდვა. მეორედ კი 1516 წელს ჰერცოგებმა ვილჰელმ IV-მ და ლიუდვიგ X-მ გამოსცეს ე.წ. „სისუფთავის ცნება“ – Reinheitsgebot. ეს კანონი კრძალავდა ლუდსახარშების მიერ ალაოს, სვიის, საფუარისა და წყლის გარდა რაიმე დანამატის გამოყენებას. ამ კანონში ეწერა, რომ ხალხმა მხოლოდ სუფთა ლუდი უნდა სვას. თუმცა არაფერი იყო ნათქვამი ხორბლის ლუდზე. მას შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც ამზადებდნენ, მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის.

მოგვიანებით ევროპის პარლამენტმა, ფრანგი ლუდსახარშების ზეწოლის შედეგად, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ საკუთარი ლუდის გაყიდვებით, განაცხადა, რომ Reinheitsgebot ვაჭრობის თავისუფლებას ზღუდავს. თუმცა გერმანელებმა ე.წ. „ქიმიური ლუდი“ არ მიღეს და განაგრძეს იმ ლუდის შესყიდვა რომელიც „სისუფთავის ცნებას“ აკმაყოფილებდა. სუფთა ლუდი და ლაგერი მეცხრამეტე საუკუნემდე გერმანიის საზღვრებს არ ცდებოდა. ევროპის მასშტაბით მეტად პოპულარული ინგლისური ლუდი იყო, თავისი ახალი აღმოჩენით, რომელსაც პორტერს უწოდებდნენ.

დღეს ლაგერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდია მსოფლიოში, ის უფრო ღია ფერისაა, მსუბუქი გემოთ და ნაკლებად ალკოჰოლური. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაგერის წარმომადგენელი ეფეს პილზნერია.

პორტერის რევოლუცია

1754 წელს გამოსულ დიდ წიგნში ლუდის მოხარშვის ტექნოლოგიების შესახებ „ლონდონის და სოფლის ლუდი“ საერთოდ არ არის ნახსენები პორტერი. როდესაც ამ წიგნის გამოსლისას უკვე ოთხ წელიწადში მთელს ინგლისში პორტერს ეროვნულ ლუდს უწოდებდნენ.

პორტერი უცბად გაჩდნა არსაიდან და მაშინვე დაიპყრო ჯერ ლონდონის, შემდეგ კი მთელი ბრიტანეთის ლუდსახარშები. XVIII საუკუნეში ბრიტანეთის ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ჯინს, რომელსაც პირდაპირი მნიშნელობით ადამიანები სიკვდილამდე მიყავდა. თუმცა სოფლებში მშვიდად და უდარდელად განაგრძობდნენ ელის მოხარშვას. შემდეგ ბრიტანეთმა ალაოზე გადასახედები გაზარდა იმისთვის, რომ საფრანგეთთან ომში დახარჯული რესურსები აღედგინა. ლონდონის ლუდსახარშები ლუდს ნაკლები ალაოთი და მეტი სვიით ხარშავდნენ. ლონდონელებს ენატრებოდათ ძველი, ტკბილი დრო და ელი. ამიტომ სოფლიდან ჩამოტანილ შედარებით ტკბილ ელს, ლონდონურ მეტ სვიაზე დამზადებულ ლუდს ურევდნენ.

ბრიტანეთის სოფლებში ტკბილი ელის დიდი მარაგი ქონდათ ასე 1 წლის დაძველებით სპეციალურ ხის კასრებში. ლონდონი გადაავსო ასეთმა „დაბერებულმა“ ლუდმა. 1 წლის განმავლობაში ბაქტერიები ლუდს მომჟაო გემოს აძელვდნენ, რომელიც იმ დროში ძალიან ფასობდა. ლონდონის ლუდსახარშებს კი გასავალი მეტი ქონდათ, ფართი და დანაზოგი კი იმდენი არა, რომ ლუდი 1 წელი გაეჩერებინათ, ისინი მას მაშინვე ყიდდნენ. ამიტომ ისინი სოფლიდან ჩამოტანილ დაბერებულ ლუდს თავის ღია და მუქ ლუდს ურევდნენ. ასეთ ლუდს „სამი საცობი“ ერქვა. რადგან სამ სხვადასხვა კასრში დაყენებული ლუდის ნაზავი იყო. შერეული ლუდი პოპულარული გახდა, თუმცა ის ნაკლებად ხელსაყრელი იყო ლონდონის ლუდსახარშებისთვის. ლონდონელი ლუდსახარშები მზად იყვნენ პროტესტი გამოეთქვათ სოფლელი კოლეგებისთვის და ბაზარი ახალი პროდუქტით დაემპყროთ.

გარღვევა მოხდა 1722 წელს, როდესაც ლონდონის ლუდსახარშის მფლობელმა რალფ ხარვუდმა გააკეთა „სამი საცობის“ კოპია ლუდის შერევის გარეშე. მან ლუდი ერთ დიდ კასრში დაამზადა და ასეც დაარქვა „მთლიანი კასრი“. ცნობილი არ არის ხარვუდის ლუდის მოხარშვის ტექნოლოგია, არის მოსაზრება რომ ის სამი სხვადასხვა სახის ლუდს ცალ-ცალკე ხარშავდა და ბოლო ეტაპზე ურევდა. ყველა შემთხვევაში „მთლიანი კასრი“ ნამდვილ სენსაციად იქცა და სულ მალე ის უკან ჩამოიტოვა პორტერმა. პორტერი მტვირთავებში გახდა განსაკუთრებით პოპულარული, მტვირთავები კი მაშინ ლონდონის ქუჩებს ავსებდნენ და ფაქტობრივად უმრავლესობაში იყვნენ. პორტერს ქონდა ეფექტი კარგად დამდგარი, ტკბილი და ძალიან არომატული ლუდის. გარდა ამისა იაფი იყო, იმ დროისთვის ყველაზე იაფი და გემრიელი ლუდი. ამიტომ მან მთელი ბრიტანეთი აალაპარაკა. მაშინ პორტერი მუქი, ღია და „დაბერებული“ ლუდის შერევით მზადდებოდა. თუმცა XIX საუკუნიდან დაიწყეს პორტერის ერთი სახის ლუდით დამზადება. ეს მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი როდესაც მარცვლის მუქ ფერამდე მოხალვის ტექნოლოგია შეიმუშავეს.

საინტერესო ფაქტები ლუდზე

როგორ მზადდება ლუდი

პირველი ყველაზე მნიშნელოვანი ინგრედიენტი ალაოა, სწორედ მის მომზადებაზეა დამოკიდებული ლუდის საბოლოო ფერი და სიტკბო. შემდეგ ეტაპზე მას სხვადასხვა მარცვლეული ემატება, იფილტრება, დუღდება სვიასთან ერთად. არსებობს ლუდის სხვადასხვა სახეობები, რომელთაც სვიის ნაცვლად სხვადასხვა ხილს და სურნელოვან დანამატებსაც უმატებენ.  შემდეგი ეტაპი დადუღებაა. ლუდს სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ და საფუარს უმატებენ. ახლადმოხარშულ ლუდს მწვანესაც უწოდებენ.  ბოლო ეტაპი არის გაფილტვრა. იმისთვის რომ ქარვისფერი ლუდი მივიღოთ მისი გაფილტვრა აუცილებელია. გაუფილტრავი ლუდი უფრო მღვრიეა, მაგრამ ბევრად სასარგებლო.

ლუდი ციფრებში

1 ლიტრი კარგი ლუდი შეიცავს:

0.2 მგ. ვიტამინს B3

0.3 მგ. ვიტამინს B6

6.5 მგ. ვიტამინს PP

ლუდი ვიტამინების გარდა 21 სახის ამინომჟავას, ცილებს, ფოსფორს და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობასაც შეიცავს.

რას ნიშნავს ეტიკეტზე დაწერილი ციფრები?

როგორც წესი ეტიკეტზე ორი სახის მაჩენებელი იწერება, ერთი მათგანი აღნიშნავს ლუდის სიმკვრივეს, მეორე სიძლიერეს. სიმკვრივის ხარისხი აღნიშნავს იმას თუ რა რაოდენობითაა ლუდში სიტკბო, შაქარი. თუ სიმკვრივეა 12% ეს ნიშნავს, რომ ლუდი 120 გრამ შაქარს შეიცავს. რაც მეტია ლუდის სიმკვრივე, მით სავსეა მისი გემო. რაც შეეხება მეორე მაჩვენებელს, ლუდის სიძლიერე მგონი ყველამ ვიცით რომ ალკოჰოლის შემცველობაა.

რამდენიმე მითი ლუდზე

პირველი მითი – ლუდი მაღალკალორიულია

არასწორია, ლუდში მინერალურ წყალზე ოდნავ მეტი კალორიაა.

მეორე მითი – ჩამოსასხმელ ლუდს ხშირად აზავებენ.

არასწორია, შეუძლებელია ჩამოსასხმელი ლუდის გაზავება. რადგან ის სპეციალურ ჰერმეტულ კასრებში ინახება, საიდანაც ის ბარამდე ჩამოსხმისას წნევით მიეწოდება.

მესამე მითი – ჩამოსასხმელი ლუდი კარგია სიცხეში

არამარტო, სიცხეში უმჯობესია ღია ფერის, გაფილტრული ლუდის დალევა, რადგან სვიის მომწარო არომატი და ღია ლუდის მკვეთრი გამაგრილებელი გემო განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულშია, აი ზამთარში კი შეგიძლიათ მუქი გაუფილტრავი ლუდით დატკბეთ.

როგორ დავლიოთ ლუდი

როგორც უკვე ვთქვით ღია ფერის ლუდი ზაფხულში უკეთ ისმევა და მუქი ფერის ზამთარში, მაგრამ მნიშნელობა მის დალევასაც აქვს. არსებობს ასეთი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ლუდის ნამდვილ გემოს მაშინ იგებ თუ მას სამი მოყუდებით სვამ. პირველზე ნახევრამდე ცლი, მეორეზე თითქმის ბოლომდე და მესამეზე აცარიელებ. ლუდისთვის საუკეთესო ტემპერატურა +3-დან +15 გრადუსამდეა. თუ ლუდს ზედმეტად გააცივებთ მაგალითად ჩადებთ საყინულეში ის შეიძლება აიმღვრეს და ნამდვილად დაკარგავს გემოს გარკვეულ თვისებებს. მუქი ფერის ლუდი +15 გრადუსზე უნდა გააციოთ დაახლოებით, მისი +3 გრადუსამდე გაციება არ არის სასურველი, განსხვავებით ღია ფერის ლუდისგან.

როგორ მოქმედებს ლუდი განწყობაზე

ყველასთვის ცნობილია რომ ლუდი განწყობას აუმჯობესებს. სკანდინავიაში მას ანტიდეპრესანტადაც კი მიიჩნევენ. განსაკუთრებით კი ჩამოსასხმელი ლუდი მოქმედებს დადებითად.

როგორ შეცვალა მინის კათხამ ხის კათხა

არსებობს ორი სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა მინის კათხამ ხის.

ერთ-ერთი ვერსიით ძველ ინგლისში ჯარში მსახური ნებაყოფლობითი იყო და ამიტომ ცოტას ქონდა სურვილი ნებაყოფლობით ემსახურა დიდი ბრიტანეთის სამეფოსთვის. თუმცა მას შემდეგ რაც ჯარში მოხალისეობაზე 1 შილინგი და 1 კათხა ლუდი დააწესეს მოხალისეთა რიცხვი გაიზარდა და გაიზარდა ხარჯებიც. ამიტომ მეთაურები მოხალისეს 1 კათხა ლუდს სთავაზობდნენ, რომელშიც მათი მტკიცებით 1 შილინგი ეგდო, როგორც წესი ისინი იტყუებოდნენ. ამიტომ ხის კათხები მალე მინის გამჭვირვალე კათხებით შეიცვალა. ასე უკეთ შეიძლებოდა 1 შილინგის გარჩევა.

მეორე ისტორია უფრო რეალურად ჟღერს. საქმე იმაშია რომ ძველად ლუდი არ იფილტრებოდა, ის მღვრიე იყო. თუმცა 1516 წელს ბავარიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ლუდი იფილტრებოდა, რითაც ის გამჭვირვალე და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. ხის კათხები კი მინის გამჭვირვალე კათხებით შეიცვალა, რომელშიც ქარვისფერი ლუდი უკეთ გამოიყურებოდა, ეს შეიძლება მარკეტინგულ სვლადაც ჩავთვალოთ პაბების მხრიდან.

ლუდის მუსიკა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩაატარა ცდა, იმის შესახებ თუ როგორ მუსიკას უნდა ვუსმინოთ ლუდის სმისას. გაირკვა რომ მუქი და ძლიერი ლუდის მიღებისას მაღალ ტონალობაში აჟღერებულ მუსიკას უნდა ვუსმინოთ, ხოლო მსუბუქი და ღია ფერის ლუდის დალევისას დაბალი ტონალობის მუსიკას. ფილადელფიის სამუსიკო სკოლის მასწავლებელმა კი ე.წ. „ლუდის სიმფონია“ შექმნა, ამ მუსიკალურ ნაწარმოებში მელოდია სხვადასხვა სახის ლუდის, სხვადასხვა მასალის ჭურჭელში ჩასხმითაა აწყობილი. არსებობს კიდევ მეორე „ლუდის სიმფონია“ რომელიც ლოს-ანჯელესის კონსერვატორიის პროფესორმა შექმნა, მან მელოდია ლუდის კათხებით, ბოთლებით და თვითონ ლუდით ააწყო.